Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის, ბ–ნ ჩენ ძიენფუს გამოსვლა ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე
2011/09/28

 

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, საღამო მშვიდობის!

ოქროსფერი შემოდგომის ამ შესანიშნავ საღამოს, როდესაც მთელი საქართველო რთველით არის დაკავებული, შევიკრიბეთ რათა ერთად ვიზეიმოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 62 წლის იუბილე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, უღრმესი მადლობა დაფასებისთვის.

2011 წელი ჩინელი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს არის სინ ხაის რევოლუციის ასი წლისთავი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შექმნის 90 წლის იუბილე. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, ჩინელმა ხალხმა სუნ იატსენის ხელმძღვანელობით გადააგდო ავტოკრატიული მონარქიის რამოდენიმე ათასწლიანი უღელი, ხოლო ათი წლის შემდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტიის შექმნამ ჩინელი ხალხი დააყენა ეროვნული გათავისუფლების ნათელ გზაზე, რომელმაც განაპირობა ქვეყნისა და ერის აღმავლობა, განვითარება და სიძლიერე. 1949 წელს შიქმნა ახალი ჩინეთი, ხალხი აღსდგა და გახდა საკუთარი ბედის მმართველი.

62 წელმა განვლო ახალი ჩინეთის შექმნიდან, ამ ხნის მანძილზე ჩინელი ხალხი განუწყვეტლივ იბრძოდა ქვეყნის განვითარების სწორ გზაზე დასაყენებლად. მათ შრომამ შედეგი გამოიღო და 32 წლიანი რეფორმების შედეგად ჩინეთი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. იგი გაძლიერდა, ქვეყნის საერთო ეკონომიკური მაჩვენებელი 16-ჯერ გაიზარდა და მიაღწია 5.8 ტრილიონ აშშ დოლარს, რითაც მსოფლიოში მეორე უძლიერეს ეკონომიკურ სახელმწიფოდ იქცა. სავალუტო რეზერვმა შეადგინა 3.2 ტრილიონი აშშ დოლარი, რითაც წამყვანი ადგილი დაიკავა მსოფლიოში. ჩინეთმა ფართო ცვლილებები განახორციელა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებასა და სხვა სფეროებში, რამაც საფუძვლიანად შეცვალა ქვეყნის იერსახე. შესამჩნევად გაუმჯობესდა ხალხის ცხოვრების საერთო დონე. აღმავლობის პარალელურად ჩინეთმა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაშიც შეიტანა თავისი წვლილი. ბოლო წლებში, ჩინეთი ყოველწლიურად ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის 10%–ით ზრდას. თუმცა, მიუხედავად ეკონომიკის აღმვალობისა, ჩინეთს კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი რათა გაუთანაბრდეს ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს. ჩინეთს კიდევ მრავალი პრობლემა აქვს გადასაჭრელი; მათ შორისაა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და ამავდროულად სუსტი ეკონომიკური საფუძვლები, განვითარების სხვადასხვა დონე რეგიონებს შორის, სტრუქტურული პრობლემები ეკონომიკურ განვითრებაში, ეკონომიკური ზრდის დაბრკოლება რესურსების ნაკლებობისა და გარემოს პრობლემების გამო. ასე რომ, ჩინეთს კიდევ ბევრი ბარიერი აქვს გადასალახი, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ბოლო წლებში, ჩინეთის განვითარების მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგი აქებს, ზოგი აკრიტიკებს, ზოგიც შიშობს რომ ჩინეთი ჰეგემონიას ესწრაფვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩინეთს ისტორიის მანძილზე არასდროს უცდია ჰეგემონიის დამყარება და მიუხედავად იმისა, რომ ერთ–ერთი უძლიერესი ქვეყანაა, არც არასდროს ეცდება მის მიღწევას.ეს არის ჩინეთის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც განაპირობებს ისტორიული და კულტურული ტრადიციები და ქვეყნის კეთილდღეობის უწინარეს ადგილზე დაყენების ლოგიკური არჩევანი. ჩინეთი ადგას მშვიდობიანი განვითარების გზას, რითაც ესწრაფვის ურთიერთსარგებელსა და თანაგანვითარებას.

ქალბატონებო და ბატონებო, უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრებითა და მოღვაწეობით. მე თავად განვიცადე ქართული კულტურის თვითმყოფადობა და ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება. თვითმხილველი გავხდი საქართველოს აღმავლობისა და ჩინეთ–საქართველოს ურთიერთობის გაუჯობესებისა. ურუმჩი–თბილისის პირდაპირი რეისის დანიშვნის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მანძილი შემცირდა, რამაც ჩინეთ–საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა გაამარტივა. უფრო და უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, რათა დატკბეს ქართული ბუნების სილამაზით, დააგემოვნოს ქართული სამზარეულო და არაჩვეულებრივი ღვინოები. ჩინური საწარმოები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ საქართველოში და ვითარდებიან ქართულ კომპანიებთან ერთად. ჩინეთი და საქართველო, ორივე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამშრომლობას. მე მჯერა, ორივე მხარის მონდომების შედეგად, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მეგობრებო, მოდი ერთად შევსვათ ჩინეთისა და საქართველოს აღმავლობის სადღეგრძელო, ვუსურვოთ ჩინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა და ბედნიერება. დაე ჩინეთ–საქართველოს მეგობრობა სამუდამოდ გაგრძელდეს!

მინდა ასევე ვუსურვო ჩვენს სტუმრებს ჯანმრთელობა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო!



[Suggest to a Friend]
       [Print]