Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
გამოსვლა ელჩი ძი იენჩი საგაზაფხულო ფესტივალი და ჩამოსვლის მიღება
2016/02/08

(Hualing უპირატესობა სასტუმრო, 7 თებერვალი 2016 19:00)

პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო თანამემამულენო,

ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო:

საღამო მშვიდობის! სტუმრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ხვალ გაზაფხულის დღესასწაული, იგივე ჩინური ახალი წელი დგება. იგი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია ჩინეთში. იგი გაზაფულის დადგომისა და ბუნების გამოღვიძების სიმბოლოა, რომელსაც ხალხი დიდი იმედით ელის. მას თან მოაქვს ახალ წელიწადში მშვიდობისა და უზრუნველობისადმი ხალხის სწრაფვა და იმედი. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენთან ერთად ვხვდები დამდეგ ახალ წელს.

მე და ჩემი მეუღლე პირველად აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს საქართველოში, თუმცა ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ ოჯახში. საქართველოში ჩამოსვლის დღიდანვე ვიგრძენი ქართველი ხალხის სიყვარული და მეგობრობა. პრეზიდენტი მარგველაშვილი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლანდელი პრემიერი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი ძალიან თბილად და მეგობრულად შემხვდნენ. მე დავინახე, რომ ქართველები შრომისმოყვარე, ბრძენი, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობებთან ვარ. უფლისციხეში აღმოჩენილმა ჩინურმა ფაიფურმა, აბრეშუმმა, სამკურნალო საშუალებებმა და სხვა რელიკვიებმა; ისეთმა ქართულმა კერძებმა, როგორიცაა ხინკალი და ხაჭაპური, ჩვენი საერთო ისტორიული წარსული გამახსენა. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ისტორიულმა აბრეშუმის გზამ მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ხალხები ერთმანეთს. მე-19 საუკუნის მიწურულს, ჩინელი მეჩაიე - ლიუ ძუნჭოუ საქართველოში დასახლდა. მან თან ჩამოიტანა ჩაის ნერგები და მარცვლები და აქ დანერგა ჩაის მოყვანის ტექნოლოგია. მის მიერ გამოყვანილმა უმაღლესი ხარისხის „ლიუ ჩა"-ს ჯიშმა, პარიზის საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს - ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის ერთი საინტერესო ნაწილია. დღეს, ჩვენი ქვეყნები ერთად ქმნიან „აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს" და ორი ქვეყნის ისტორიაში მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალ თავს წერენ.

ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო,

2015 წელი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში. საქართველოს პრეზიდენტმა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა თურქმენეთში გამართეს ორმხრივი შეხვედრა. ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები ასევე შეხვდნენ ერთმანეთს ჩინეთში. ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 713 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის მოცულობა 39.1%, ხოლო ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტი 122%-ით გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი და ღვინის იმპორტიორი ქვეყანა გახდა, ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი, ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებით, დაიწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე, ამ ყველაფერმა „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის" ერთობლივი მშენებლობით მიღწეული რეალური შედეგები გვაჩვენა. დღითი დღე უფრო და უფრო აქტირად ვთანამშრომლობთ კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტექნიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს წარმატება ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობის ყურადღებისა და ხელშეწყობის შედეგია. საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის, სამინისტროების, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობის დამსახურებაა. აქვე უნდა აღვნიშნო საქართველოში წარმოდგენილი ჩინური კომპანიებისა და ჩვენი მოქალაქეების ღვაწლი. ისინი ახორციელებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროექტებს და საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საქმეში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა მათ მიმართ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა, მადლიერება და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო.

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო,

ახალი წელი - ყოველივე ახლის დასაწყისს ნიშნავს. მე, როგორც ახლადდანიშნული ჩინეთის ელჩი საქართველოში, ნათლად ვხედავ, რომ დიდი პოტენციალი და ფართო პერსპექტივა არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. მე მზად ვარ, გავაგრძელო ქართულ მხარესთან მუშაობა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტრადიციული მეგობრობა და გავაფართოვოთ საქმიანი თანამშრომლობა. მზად ვარ საკუთარი წვლილი შევიტანო ჩინეთ-საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე განვითარებისთვის.

ბოლოს, მინდა ვუსურვო ჩინეთსა და საქართველოს კეთილდღეობა, ხოლო ჩინელ და ქართველ ხალხს - ბედნიერება და მშვიდობა.

თითოეულ თქვენგანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩემ თანამემამულეებს ვულოცავ დამდეგ მაიმუნის წელს. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს!



[Suggest to a Friend]
       [Print]