Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > News
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი, შეხვდა გორის მერს და საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
2023-11-29 13:19

27 ნოემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი თბილისში გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდა.


ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა და ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთს სურს, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საქართველოსა და ჩინეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გზით. ამ მხარდაჭერის პროექტით საელჩო იმედოვნებს, რომ საკუთარ წვლილს შეიტანს სახმრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაში.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, პირველ რიგში, დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. გორის მერიას სურს, უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან. მერმა ასევე გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს ჭოუ ციენს ოფიციალური ვიზიტით გორში. გორის მერიას სურს, ისარგებლოს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულებით და აქტიურად ჩაერთოს ორ ერს შორის ურთიერთობასა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის პროცესში.

ჩინეთის ელჩმა და გორის მერმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დააფინანსებს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სპორტული სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს. მხარეებმა ასევე უპასუხეს წამყვანი ქართული მედია საშუალებების შეკითხვებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობისა და აღნიშნული მხარდაჭერის პროექტის შესახებ. 



[Suggest to a Friend]
       [Print]