ჩინეთის რკინიგზისა და გვირაბების ბიუროს მიერ საქართველოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში, მთავარი გვირაბის გათხრითმა სამუშაოებმა 8000 მეტრიან ნიშნულს მიაღწია |
|
2023-11-28 15:32 |
23 ნოემბერს, ჩინეთის რკინიგზისა და გვირაბების ბიუროს მიერ საქართველოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში, მთავარი გვირაბის გათხრითმა სამუშაოებმა ახალ ნიშნულს მიაღწია და 8000 მეტრი შეადგინა. ამჟამად გათხრითი სამუშაოების დაახლოებით 90% უკვე შესრულებულია და მოსალოდნელია, რომ 2024 წლის თებერვლისათვის დასრულდება. გუდაურის გვირაბი საქართველოს სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარეობს. პროექტი ძირითად გვირაბთან ერთად, საავარიო გვირაბსაც მოიცავს, რომელთაგან პირველის სიგრძე 8860 მეტრია, ხოლო მეორესი - 9062 მეტრი. ეს საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის სამშენებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე დიდი დიამეტრის (15 მეტრი) მქონე გვირაბგამყვანი ფარისებრი კომპლექსი გამოიყენება. შეზღუდული სამუშაო ვადების, მკაცრი სამშენებლო პირობების, რთული და ცვალებადი გეოლოგიური პირობებისა და მასალების მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, სამუშაო გუნდმა წარმატებით შეძლო გამოწვევების გადალახვა მენეჯმენტის გაუმჯობესებით, სხვადასხვა რესურსების კოორდინირებითა და სამშენებლო გეგმების დახვეწით, რამაც ეფექტურად უზრუნველყო პროექტის პროგრესი. საპროექტო გუნდის მომდევნო ნაბიჯები ზამთარში მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სრული ძალისხმევით პროექტის წინსვლისთვის ხელშეწყობა და "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგელბში ჩინეთსა და საქართველოში შორის თანამშრომლობისთვის მაღალი ხარისხის მშენებლობით უზრუნველყოფაა. (ტექსტი მოწოდებულია ჩინეთის რკინიგზისა და გვირაბების ბიუროს მიერ) |