საქართველოში ჩინეთის საელჩომ გლოვის დღესთან დაკავშირებით მისიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვა |
|
2019-01-17 18:56 |
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 16 იანვარს თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს. ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, 17 იანვარს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ მისიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვა. |