Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის საელჩომ და ჩინურმა კომპანიებმა გამწვანების ღონისძიება - „უფრო ლამაზი საქართველოსთვის" გამართეს
2018-03-14 20:42

12 მარტს ჩინეთში ხის დარგვის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის გაფორმებულ დოკუმენტში - "პარტნიორობის 2016-2020 წლების გეგმა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მიზნებისა და თბილისის მერის - კახა კალაძის მიერ საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას თბილისის გამწვანების გეგმის საპასუხოდ, საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინიციატივითა და მედია ჰოლდინგ „Gbtimes Georgia”-სა და ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, 2018 წლის 12 მარტს, თბილისში, ვარკეთილში გამწვანების აქცია - „უფრო ლამაზი საქართველოსთვის“ ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის ელჩი - ძი იენჩი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - თორნიკე გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი მოსიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი. ჩინეთის საელჩომ და 18 ჩინურმა კომპანიამ 108 ნერგი დარგეს. ნერგების დარგვაში მონაწილეობდნენ: China Railway 23rd Bureau Group、Sinohydro Corporation Limited Branch in Georgia、Eastern Power Corporation Ltd.、Hualing Group Georgia、China Tianchen Engineering Corporation Branch in Georgia、Georgia Branch of China Nuclear Industry 23 Construction Co., Ltd、Georgia Top Management Co.、Tbilisi Huawei Technologies Co.,Ltd、China Railway Eryuan Engineering Group Co.Ltd , Georgia、China Southern Airline Tbilisi Office、New Space Co., Ltd、HM Trade Group、Jiangxi Silk Road Investment Co., Ltd、Zhonghua Ltd.、Zhejiang Natives Association in Georgia、Nuctech Company Limited, Georgia Branch、Confucius Institute at Tbilisi Freedom University、Chinese Chamber of Commerce in Georgia. ღონისძიებას აშუქებდნენ ტელეკომპანიები „იმედი“, „პირველი“, „ერთსულოვნება“, რადიო „ჯაკო“ და სხვ.

ჩინეთის ელჩის - ძი იენჩის მიმართვის სრული ტექსტი:

ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ნერგების ფესტივალზე მობრძანებისათვის. 12 მარტს ჩინეთში ხის დარგვის დღეს აღნიშნავენ. ყოველ წელს ამ დღეს ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ხის დარგვის ღონისძიებებში, რათა უფრო გაამწვანონ და სასიცოცხლო ძალა დაუბრუნონ დედამიწას და კარგი საქმით დაიწყონ წელი. ჩინეთის პრეზიდენტის სიძინფინგის სიტყვებს თუ დავესესხები: „აყვავებული, მწვანე მთა და ანკარა წყალი ყველაზე დიდი საგანძურია“. ჩინეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკონომიკის გარემოსთან კოორდინირებულად განვითარებას და ეკოლოგიური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას, ამიტომ ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტია.

შარშან 12 მარტს, ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად ჩვენ ერთხელ უკვე ჩავატარეთ ნერგების ფესტივალი, თბილისს ვაჩუქეთ ფიჭვის 112 ნერგი, რასაც ძალზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. არც ისე დიდი ხნის წინ, თბილისის მერმა საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას ხაზი გაუსვა თბილისის გამწვანების მნიშვნელობას. ამ მოწოდების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობისა და გაეროს პარტნიორობის 2016-2020 წლების გეგმის მხარდასაჭერად და შარშანდელი შესანიშნავი ტრადიციის გასაგრძელებლად, საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინიციატივით, კომპანია „ჯიბი თაიმსის“ და საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს 18 ჩინურ კომპანიასთან ერთად კიდევ ერთხელ ვატარებთ ნერგების ფესტივალს. გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის გამწვანებაში, საქართველოს გარემოს დაცვასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩინური ანდაზის მიხედვით: „წინაპრების დარგული ხეების ჩრდილს მომავალი თაობები ეფარებიანო“. ჩვენი დღევანდელი ღონისძების თემაა „უფრო ლამაზი საქართველოსთვის“. ეს სიტყვები საქართველოში მცხოვრები თითოეული ჩინელის გულისთქმას გამოხატავს. მჯერა, რომ ჩვენ მიერ დღეს ერთად დარგული 108 ნერგი გაიხარებს და მათი ცამდე აწვდენილი ტოტები ჩინური კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის მოწმე იქნება. იმედი მაქვს, ეს ხეები კიდევ უფრო გაალამაზებს თბილისს და ჩინეთ-საქართველოს მარადიული მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა.



[Suggest to a Friend]
       [Print]