Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > Ambassador Info
ელჩის მიმართვა
2015/12/23

       კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე.

       ჩინეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ტრადიცია აკავშირებს. 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში განუწყვეტლივ იზრდება და ძლიერდება. ჩინეთის პრეზიდენტის - სი ძინფინის მიერ წამოყენებული „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გარშემო დაწყებული აქტიური და პრაგმატული თანამშრომლობა, ამ ეტაპზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უმთავრესი მომენტია.

       ჩინეთის საელჩო საქართველოში ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. იმედია, საელჩოს გვერდი იქნება პორტალი, რომლის საშუალებითაც უკეთ გაიცნობთ ჩინეთსა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მისი საშუალებით ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და ხალხებს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა გაძლიერდება.

                                                                                   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო

                                                                                    და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

                                                                                                             ძი იენჩი



[Suggest to a Friend]
       [Print]